„გვიყვარხართ ძალიან!“ - მთისძირის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მასწავლებლებისთვის ვიდეომიმართვა ჩაწერეს
07-04-2022

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისძირის საჯარო სკოლის მოსწავლეები მნიშვნელოვან თარიღებს აქტიურად აღნიშნავენ. გამონაკლისი არც ქალთა საერთაშორისო დღე ყოფილა. 

სკოლის მასწავლებლის - მარი ხაჩირაშვილის თაოსნობით, მე-6 კლასის მოსწავლეებმა მასწავლებლებისათვის ვიდეომიმართვა ჩაწერეს.

„იყავით სულ ასეთი გახარებულები და ბედნიერები, გვიყვარხართ ძალიან!“- ასე მიმართავენ მოსწავლეები პედაგოგებს. 

სკოლის პედკოლექტივი მოსწავლეებს ორიგინალური მილოცვისთვის მადლობას უხდის.

„უღრმესი მადლობა მოლოცვისთვის გვეამაყებით!“- აღნიშნავენ მასწავლებლები. 

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203