მთისძირის საჯარო სკოლის ეზოსთან მოსწავლეების ინიციატივით, ღია ბიბლიოთეკა განთავსდა
07-04-2022

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისძირის საჯარო სკოლის მოსწავლეების - ნარგიზი მამუკაშვილისა და ანი მაზმიშვილის ინიციატივით, სკოლის ეზოსთან ღია ბიბლიოთეკა განთავსდა.

ბიბლიოთეკა, თელავის ამერიკული კუთხის პროექტის - „თემის ელჩები“ ფარგლებში, ახალგაზრდული ჯგუფმა - „ანაპტიქსი“ მოეწყო.

სოფლის ახალგაზრდებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ უფასო წიგნებით.

ბიბლიოთეკით სარგებლობის წესი მარტივია, ნებისმიერ პირს, ნებისმიერ დროს შეუძლია მისთვის საინტერესო წიგნის წაღება ერთადერთი პირობით - უკან დაბრუნების მოთხოვნით. 

სკოლაში მკითხველის ინტერესი და ბიბლიოთეკების მომხმარებელთა მზარდი რიცხვი ახარებთ. ასევე მნიშვნელოვანია ღია ბიბლოთეკების შევსება ახალი ლიტერატურით.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203