საგარეჯოს N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები სპორტული თემატიკის პროექტებში მონაწილეობდნენ
07-04-2022
ნუგზარ ჭანტურიას სახელობის საგარეჯოს N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა სახის პროექტებში მუდამ აქტიურად და დიდი ხალისით მონაწილეობენ.
ამჯერად სკოლის II, III და IV კლასების მოსწავლეები სპორტისადმი მიძღვნილ პროექტებში - „ჩემი თვალით დანახული სპორტის გაკვეთილი“, „მე რომ სპორტის მასწავლებელი ვიყო“ და „სპორტი ჩემს სკოლაში“ მონაწილეობდნენ, რომლებიც ონლაინ ჩატარდა.
ნიჭიერი მოსწავლეების პედაგოგი კი ელენე ფარეშიშვილი გახლავთ.
აღსანიშნავია, რომ პატარა მოსწავლეებმა პროექტის ფარგლებში თემატური ნახატები და მცირე ჩანახატები შექმნეს.