დაბა სურამის N1 სკოლის მეცხრეკლასელებმა - მარიამ ლომსაძემ და ნანა ქართველიშვილმა უმცროსკლასელებს ზღაპრები წაუკითხეს
07-04-2022
ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეების აქტიური ჩართულობით საინტერესო აქტივობები ხშირად იმართება.

ამჯერად, მე-9 კლასის მოსწავლეებმა - მარიამ ლომსაძემ და ნანა ქართველიშვილმა „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის“ ფარგლებში (ხელმძღვანელი ირინა სალამიძე) ხარისხიანი განათლების ხელშეწყობის მიზნით საინტერესო აქტივობა განახორციელეს. 

აქტივობის ფარგლებში მოსწავლეებმა დაწყებითი საფეხურის კლასებში „კითხვის საათები“ მოაწყეს და პატარებს მათთვის საყვარელი ზღაპრები წაუკითხეს.

აღსანიშნავია, რომ აქტივობა როგორც მეცხრეკლასელებისთვის ასევე, პატარებისთვის ძალზე საინტერესო და სახალისო იყო.

იხილეთ ფოტოები:
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203