„უარი ვთქვათ მავნე ჩვევებზე“ - მზისგულის საჯარო სკოლის მეექვსეკლასელების საინტერესო პრეზენტაცია
07-04-2022
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მზისგულის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის ყოველთვის საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.
მე-6 კლასის მოსწავლეებმა თემაზე - „ალკოჰოლი, ნარკომანია, თამბაქო“ საინტერესო პრეზენტაცია ჩაატარეს და ასევე, შექმნეს სპეციალური კედლის გაზეთი.
ამჟამად, მეექვსეკლასელებმა ბუნებისმეტყველების პედაგოგის, თეა მოსიაშვილი - კირილენკოს ხელმძღვანელობით დამატებითი ინფორმაცია მოიძიეს და პრეზენტაცია თემაზე - „უარი ვთქვათ მავნე ჩვევებზე“ გააკეთეს.
„მოსწავლეებმა ვრცლად ისაუბრეს უარყოფით ფაქტორებზე და დაავადებებზე, თუ რა ზიანის მოტანა შეუძლია: თამბაქოს, ალკოჰოლს და ნარკოტიკის მოხმარებას; ამიტომ გადავწყვიტეთ კედლის გაზეთის გამოშვება ამ თემასთან დაკავშირებით, რათა უფრო უკეთესად გაგვეცნო მოსწავლეებისთვის მავნე ჩვევების შესახებ. ეროვნულ სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საპროგრამო მასალიდან ავირჩიეთ ეს თემა, რადგან მეტად მნიშვნელოვანია მოზარდი თაობის სწორად ჩამოყალიბებისათვის“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის