დაბა სურამის N1 საჯარო სკოლაში პოეზიის საღამო გაიმართა
07-04-2022
ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის საინტერესო და ემოციებით სავსე ღონისძიებები ხშირად იმართება.

ამჯერადაც, მე-7 კლასელებისა და პედაგოგების ერთობლივი მონაწილეობით მეტად ამაღელვებელი ღონისძიება ჩატარდა - ბავშვების წარმოთქმულ ლექსებს მასწავლებლებიც გულწრფელი ემოციებით შეუერთდნენ.

„ლადოს და ანას ლექსებს კითხულობდნენ მოსწავლეებიც და მასწავლებელებიც. ბავშვების გულწრფელ სიტყვას, მასწავლებლების აღელვებული ხმა შეუერთდა. მონაწილეებისთვის მოულოდნელი და ძალიან სასიხარულო იყო შესანიშნავი პოეტი, ნანა ცინცაძის და მსახიობ, ბექნუ ქაფიანიძის ვიდეო ჩართვა, რომლის ორგანიზატორი ჩვენი სკოლის კურსდამთავრებული ვასიკო გრიგალაშვილი იყო“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეომასალა:






 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203