გაიცანით, ქსოვრისის საჯარო სკოლის შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლე თემურ ბერიანიძე
07-04-2022
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისის საჯარო სკოლაში სხვადასხვა ნიჭით დაჯილდოვებული მოსწავლეები სწავლობენ.

სკოლა ხელოვნებით დაინტერესებული მოსწავლეების გამოსავლენად ტრადიციას კვლავ აგრძელებს და საზოგადოებას IX კლასის მოსწავლეს, თემურ ბერიანიძეს აცნობს.

მეცხრეკლასელი შესანიშნავ ნახატებს ქმნის და მის თითოეულ ნამუშევარში უდიდესი პროფესიონალიზმი გამოსჭვივის.

აღსანიშნავია, რომ სკოლა საკუთარ მოსწავლეებს ნიჭის გამოვლენასა და წარმატების მიღწევაში ხელს ყოველთვის დიდი ხალისით უწყობს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203