გორელოვკის N2 საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივის დამსახურებით, კურსდამთავრებულებს აქვთ განათლების მყარი საფუძვლები
07-04-2022

2022-2023 სასწავლო წელს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, გორელოვკის N2 საჯარო სკოლა 10 პირველკლასელს ელის. როგორც Etaloni.ge-ს სკოლის ხელმძღვანელმა, სასნუჰი კიურეღიანმა განუცხადა, ადგილობრივი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, ინფრასტრუქტურიდან გამომდინარე, თამამად შეძლებს ამ რაოდენობის მოსწავლეების მიღებას, პედაგოგები კი მაქსიმალურს გააკეთებენ, რათა პატარებმა ღირსეულად შეაბიჯონ ცოდნის ტაძარში.

აღსანიშნავია ისიც, რომ გორელოვკის N2 საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი უწყვეტი ფორმატით მიმდინარეობს და არც პანდემიურ რეალობას შეუშლია ხელი პედაგოგებისთვის, პირნათლად შეესრულებინათ საკუთარი პროფესიული მოვალეობა.

გორელოვკის N2 საჯარო სკოლის ხელმძღვანელობა, მასწავლებლებთან ერთად, მუდმივად ზრუნავს ადგილობრივი მოსწავლეების განათლებაზე, აქტიურად ეწევიან მოსახლეობაში სახელმწიფო ენის პოპულარიზაციას, რაც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს, სამომავლოდ, კარიერულ წინსვლასა და განვითარებაში ეხმარება.

სწორედ გორელოვკის N2 საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივის დამსახურებაა, რომ სკოლის კურსდამთავრებულებს აქვთ განათლების მყარი საფუძვლები.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203