ალპანის საჯარო სკოლის დირექტორის, მაია ჩაჩხიანის ხელმძღვანელობით, ბულინგის თემაზე კვირეული ჩატარდა
07-04-2022
 
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ალპანის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე მუდამ საინტერესო აქტივობები ტარდება.

ამჯერად, სკოლის დირექტორის, მაია ჩაჩხიანის ხელმძღვანელობით ბულინგის შესახებ თემაზე - „ბაისტენდერ, ამოიღე ხმა“ კვირეული გაიმართა.

სკოლის მოსწავლეებს საინტერესო აქტივობაში მონაწილეობის საშუალება მიეცათ.

„მადლობას ვუხდით პროექტის ხელმძღვანელს. მესამე - მეოთხე კლასელებმა გადავწყვიტეთ საკლასო სივრცეში მოგვეწყო სტენდი, საკუთარი ნახატებითა თუ ბულინგის თემაზე მოძიებული ფოტოებით - „არა ძალადობას, ძალადობის ალტერნატივაა დიალოგი“ ძალადობას ვუპირისპირებთ სიყვარულს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203