დაშბაშის საჯარო სკოლაში 9 აპრილის ტრაგედიას შეწირულ გმირებს ღონისძიება მიუძღვნეს
07-04-2022
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ დაშბაშის საჯარო სკოლაში ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს თარიღებსა თუ მოვლენებს მუდამ უძღვნიან აქტივობებს.

ამჯერად, სკოლაში 9 აპრილის ტრაგედიას შეწირული გმირებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში, ისტორიისა და ხელოვნების პედაგოგებმა მოამზადეს პლაკატები და იმ წლების მოვლენებზე ლექცია წაიკითხეს.

„9 აპრილის ტრაგედიიდან 32 წელი - 1989 წლის 9 აპრილი, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით საბჭოთა ჯარების მშვიდობიანი მიტინგის სისხლიანი დარბევა მოხდა“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203