კვირიკეს N2 საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებს მრავალფეროვანი აქტივობები მიუძღვნეს
07-04-2022
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეს N2 საჯარო სკოლაში სხვადასხვა საინტერესო და მნიშვნელოვანი აქტივობები მუდამ ტარდება. სკოლა კლასგარეშე და სკოლისგარე საქმიანობაში მუდამ აქტიურად არის ჩართული.
სკოლის XI-XII კლასის მოსწავლეებმა დავით აღმაშენებლის დღეს კონფერენცია -„დიდი დავითი“ მიუძღვნეს. ასევე, გაიმართა ლიტერატურული საღამო - „დიდგორით დიდი გული აქვს ქართველს“.
აღსანიშნავია რომ სკოლაში გაზაფხულის დღესასწაულები ქალთა საერთაშორისო დღე და 3 მარტი, დედის დღე დიდი სიყვარულით აღინიშნა. მოსწავლეებმა გააკეთეს გამოფენა, რომელიც დედებს და ზოგადად, ქალებს მიეძღვნათ. გამართეს პოეზიის საღამო „ეს გული მხოლოდ შენით ხალისობს, შენი თვალებით ვხედავთ სამყაროს“.
ასევე, აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით სკოლის ეზო მოირთო ფერადი ბუშტებით, გაიმართა ფერადი ცარცით ასფალტზე თავისუფალი ხატვა თემაზე - „მზის შვილები“.
„ვემზადებით ქართული ენის დღის აღსანიშნავად - „ხმათა ხავერდების და ღმერთების ენავ". სიყვარულის დღის აღსანიშნავად - „ორნი“, თეატრალური საღამო. რაიონში გამართულ ინტელექტუალურ თამაშში „რა ? სად ? როდის?“ სკოლამ მე-3 საპრიზო ადგილი დაიმსახურა“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის