2022-2023 სასწავლო წელს, ქესალოს საჯარო სკოლა 50 პირველკლასელს ელის
07-04-2022
2022-2023 სასწავლო წელს მარნეულის მუნიციპალიტეტის, ქესალოს საჯარო სკოლა 50 პირველკლასელს ელის. როგორც Etaloni.ge-ს სკოლის ხელმძღვანელმა, ნურადინ ისმაილოვმა განუცხადა, ადგილობრივი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, ინფრასტრუქტურიდან გამომდინარე, თამამად შეძლებს ამ რაოდენობის მოსწავლეების მიღებას, პედაგოგები კი მაქსიმალურს გააკეთებენ, რათა პატარებმა ღირსეულად შეაბიჯონ ცოდნის ტაძარში.
აღსანიშნავია ისიც, რომ ქესალოს საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი უწყვეტი ფორმატით მიმდინარეობს და არც პანდემიურ რეალობას შეუშლია ხელი პედაგოგებისთვის, პირნათლად შეესრულებინათ საკუთარი პროფესიული მოვალეობა. ქესალოს საჯარო სკოლის ხელმძღვანელობა, მასწავლებლებთან ერთად, მუდმივად ზრუნავს ადგილობრივი მოსწავლეების განათლებაზე, აქტიურად ეწევიან მოსახლეობაში სახელმწიფო ენის პოპულარიზაციას, რაც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს, სამომავლოდ, კარიერულ წინსვალასა და განვითარებაში ეხმარება.
სწორედ ქესალოს საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივის დამსახურებაა, რომ სკოლის კურსდამთავრებულებს აქვთ განათლების მყარი საფუძვლები.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის