ოფრეთის საჯარო სკოლა მზადაა, ღირსეულად შეუძღვეს მოსწავლეებს წიგნიერებისა და განათლების ჯადოსნურ სამყაროში
07-04-2022
მარნეულის მუნიციპალიტეტის, ოფრეთის საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ თავად სკოლა მცირეკონტინგენტიანია, ხელმძღვანელობა, პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოების მხარდამხარ, თავს არ ზოგავს, ადგილობრივმა მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება.
ოფრეთის საჯარო სკოლა, საბაზო საფეხურის მოსწავლეებს აძლევს მყარ საფუძველს, რათა მათ საშუალო საფეხურზე გადასვლაც გაუადვილდეთ და რაც მთავარია, ეხმარება, ღირსეულად გაართვან თავი, როგორც საგანმანათლებლო, ისე ცხოვრებისეულ გამოწვევებს.
მალე სასწავლო წელი დასრულდება და სკოლაც გააცილებს ბავშვებს მაღალ საფეხურზე, იმავდროულად კი ახალი სასწავლო წლიდან კვლავ მიიღებენ პირველკლასელებს, რომლებიც ოფრეთის ცოდნის ტაძარს ახალ სიცოცხლეს შთაბერავენ.
როგორც სკოლის დირექტორი, არკადი მანუჩარიანი აცხადებს, 2022-2023 სასწავლო წლისთვის 3 პირველკლასელს ელიან. მარნეულის მუნიციპალიტეტის, ოფრეთის საჯარო სკოლა მზადაა, ღირსეულად შეუძღვეს ადგილობრივ მოსწავლეებს წიგნიერებისა და განათლების ჯადოსნურ სამყაროში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის