ზემო წინსვლის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ვაჟთა შორის გამართულ ფრენბურთის ტურნირში III ადგილი დაიკავეს
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო წინსვლის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა ტურნირებსა თუ კონკურსებში აქტიურად და ამავდროულად, წარმატებით მონაწილეობენ.
ამჯერად, სკოლის მოსწავლეებმა ვაჟებს შორის გამართულ ფრენბურთის ტურნირში, რომელიც ხელვაჩაურის სასპორტო სკოლაში 3 დღე მიმდინარეობდა, წარმატებით იასპარეზეს და მესამე ადგილი დაიკავეს.
მოსწავლეთა ამ დიდ წარმატებას სკოლის დირექტორი ნატალია კეჭახმაძე გამოეხმაურა:
„მოსწავლეთა ამ წარმატებაში ლომის წილი მიუძღვის ზემო წინსვლის საჯარო სკოლის სპორტის მასწავლებელს, ემზარი შერვაშიძეს. მადლობა, ემზარ მასწავლებელო, სკოლასა და ბავშვებზე გაწეული შრომისათვის!“, - აღნიშნულია ნატალია კეჭახმაძის განცხადებაში.
სპორტულ თამაშებში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 11 სკოლა და 110 მოსწავლე მონაწილეობდა. გამარჯვებულები, თასებით, სიგელებით და მედლებით დაჯილდოვდნენ. ასევე გამოვლინდა სამი საუკეთესო სპორტსმენი, რომლებსაც საჩუქრად ბურთები გადაეცათ.
მოსწავლეთა სპორტული თამაშების ორგანიზებას ხელვაჩაურის რესურსცენტრი და სასპორტო სკოლა ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ახორციელებს.
იხილეთ ფოტო: