„მასწავლებელი ერთი დღით“ - საგარეჯოს N2 სკოლის მოსწავლეებმა პედაგოგის როლი მოირგეს
07-04-2022
ნუგზარ ჭანტურიას სახელობის საგარეჯოს N2 საჯარო სკოლაში, სკოლის თვითმმართველობის ორგანიზებით პროექტი - „მასწავლებელი ერთი დღით“ ჩატარდა.

პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებს საშუალება მიეცათ სასურველ კლასში, თავისსავე არჩეულ საგანში გაკვეთილი ჩაეტარებინათ. საგაკვეთილო პროცესი თავად მოსწავლეების შექმნილი რესურსების (პრეზენტაციები, ფოტოები, პლაკატები, ექსპერიმენტები და ა.შ.) გამოყენებით მიმდინარეობდა.

„ეს პროექტი ჩვენს მოსწავლეებს თავდაჯერებულობის ამაღლებაში, აუდიტორიის წინაშე წარდგენის შიშის დაძლევასა და რაც მთავარია ცოდნის გაღრმავებაში დაეხმარა. ასევე, შესაძლოა მომავალი პროფესიის არჩევაში. კვირეული გაიმართა მიმდინარე სასწავლო წლის 22 მარტიდან 29 მარტის ჩათვლით.

მასწავლებლის როლები წარმატებით მოირგეს:

  • გიგი ივანელაშვილი - მათემატიკა - მეცხრე კლასი;
  • ლანა ქურდოვანიძე - ისტორია - მეექვსე კლასი;
  • გიორგი ტიგინაშვილი - ქიმია - მეცხრე კლასი;
  • ლიზი სულიკაშვილი - ქართული ენა და ლიტერატურა - მეოთხე კლასი;
  • მათე მათიაშვილი - ინგლისური - მეექვსე კლასი;
  • კახა მათიაშვილი - მე და საზოგადოება - მესამე კლასი;
  • ლიზი მასურაშვილი - ინგლისური - მეათე კლასი;
  • სალომე ტეტიაშვილი - ბუნება -  მეექვსე კლასი“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203