თბილისის N89 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თბილისის ისტორიული ნაწილი მოინახულეს
07-04-2022
თბილისის N89 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სხვადასხვა სახის საინტერესო თუ შემეცნებითი აქტივობები ხშირად იმართება, რომლებშიც მოსწავლეები ყოველთვის ხალისითა და ინტერესით ერთვებიან.

ამჯერად, სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეები ძველ თბილისს ესტუმრნენ. ბავშვებმა წიგნის ფურცლებიდან რეალურ სივრცეში გადაინაცვლეს და ისტორიულ ნაწილს ეწვივნენ.

ბავშვებმა ისტორიული ქუჩები და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ღირსშესანიშნაობები მოინახულეს.

აღსანიშნავია, რომ ამ მეტად საინტერესო და შემეცნებით აქტივობაში თითოეული მოსწავლე დიდი ენთუზიაზმით ჩაერთო.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203