დაბა ხარაგულის N3 სკოლის VII კლასის მოსწავლეებმა გაკვეთილზე ფიზიკური აღზრდის საგნობრივ ექსპერტს უმასპინძლეს
07-04-2022

დაბა ხარაგულის N3 საჯარო სკოლაში, „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში, კომპლექსურ დავალებებზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.

ამჯერად, სკოლას სტუმრობდა ფიზიკური აღზრდის ექსპერტი გია გაჩეჩილაძე.

VII კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ გოჩა ბუაჩიძის ხელმძღვანელობით, წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტაცია თემაზე - კალათბურთი, კერძოდ „სტრიტ ბოლი 3x3“.

მოსწავლეებმა მაღალი ფიზიკური მომზადება აჩვენეს და საუკეთესო შეფასებაც დაიმსახურეს.

„ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს გოჩა მასწავლებელს მოსწავლეებთან ერთად!“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203