წყაროსთავის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ფრინველთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს
07-04-2022
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ წყაროსთავის საჯარო სკოლაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება მოსწავლეებში გარემოს დაცვითი საკითხების მნიშვნელობის შესწავლას. სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს ესაუბრებიან, რომ მნიშვნელოვანია დაიცვან გარემო, მოუარონ და გაუფრთხილდნენ ფლორასა და ფაუნას.
წყაროსთავის საჯარო სკოლაში მოსწავლეებს ასწავლიან, რომ მათი ვალია შესაძლებლობის ფარგლებში დაიცვან, ცხოველები და ფრინველები, გაუფრთხილდნენ და მოუარონ ბუნებას. სწორედ ამ ამიტომ წელსაც სკოლის VI-VII კლასის მოსწავლეებმა ფრინველთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს. მოამზადეს საინფორმაციო ბუკლეტები და შექმნეს კედლის გაზეთ. ფრინველთა საერთაშორისო დღე აღინიშნება ყოველწლიურად 1 აპრილს „UNESCO“-ს პროგრამის „ადამიანი და ბიოსფერო“-ს ფარგლებში, რადგან სწორედ 1906 წლის 1 აპრილს მოეწერა ხელი საერთაშორისო კონვენციას ფრინველთა დაცვის შესახებ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის