საღამოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედებს ლამაზი ღონისძიება მიუძღვნეს
07-04-2022
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ საღამოს საჯარო სკოლა მაქსიმალურად ცდილობს, რომ მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი მრავალფეროვანი საინტერსო და შემოქმედებითი იყოს.
სკოლაში ხშირად ტარდება სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები, სადაც მოსწავლეები თავანთი შესაძლებლობებისა და უნარების წრამოჩენას ცდილობენ. სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, მოსწავლეებმა საინტერესო ღონისძება გამართეს დედის დღესთან დაკავშირებით დაამზადეს ბარათები, წაიკითხეს ლექსები და ა.შ.