სულდის საჯარო სკოლაში წელს 10 პირველკლასელს ელოდებიან - სასკოლო ცხოვრების დაწყებაში მათ მზრუნველი და კვალიფიციური პედაგოგები დახმარებიან
07-04-2022
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ სულდის საჯარო სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2022-2023 სასწავლო წელს სკოლაში სავარაუდოდ 10 პირველკლასელ მოსწავლეს ელიან.
სკოლის პედაგოგები მოუთმენლად ელიან პატარების მიღებას, რომლებისთვისაც ცხოვრების სრულად ახალი კარი იხსნება. ცხოვრების ახალ ეტაპზე პირველი ნაბიჯების გადადგმაში სულდის საჯარო სკოლაში შესულ პატარებს მზრუნველი და კვალიფიციური პედაგოგების დაეხმარებიან.
აღსანიშნავია ისიც, რომ ახალი ბრძანების მიხედვით, პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 1-ელ ოქტომბრამდე შეუსრულდებათ. რეგისტრაციის მეორე ეტაპი 2 მაისს დაიწყება და 13 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. ხოლო საყოველთაო რეგისტრაცია - 17 მაისიდან დაიწყება და 8 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის