ძირკვაძეების საჯარო სკოლაში ქალებს ლამაზი საღამო მიუძღვნეს
08-03-2018
ძირკვაძეების საჯარო სკოლაში დედისა და ქალთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. შესრულდა მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები, დაიდგა სტკეჩები.
ბავშვებს მშობლებიც შეუერთდნენ. ერთერთმა დედამ ულამაზესი სიმღერა შეასრულა.
ზეიმზე სიტყვით გამოვიდნენ და საზოგადოებას დედისა და ქალთა დღე რუსულის პედაგოგმა ამირან შავაძემ და სკოლის დირექტორმა დონარ აბულაძემ მიულოცეს.
მილოცვას უერთდებიან ძირკვაძეების საჯარო სკოლის პედაგოგებიც:
„ყველა დედას და ქალს გულით გილოცავთ გაზაფხულის ამ უმშვენიერეს დღესასწაულებს და გისურვებთ ყოფილიყავით უბედნიერესი დედები, დები, ბებიები და საერთოდ უბედნიერესი ქალბატონები.“ ღონისძიებას ნადიე ქამადაძე, ზაირა ქედელიძე და თემურ თავართქილაძე ხელმძღვანელობდნენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, 2026 წლის 2 მარტიდან პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ლიკვიდირებულია