ჭახათის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეები ფიზიკას მრავალფეროვანი და საინტერესო ექსპერიმენტებით სწავლობენ
07-04-2022

მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარებისთვის აუცილებელია აღმოჩენები, ხოლო სხვადასხვა პროფესიის დაუფლებისთვის - მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მიღწევების ცოდნა და კვლევითი უნარების ჩამოყალიბება. ამ კუთხით მუშაობენ  ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭახათის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეები ფიზიკის გაკვეთილებზე.

ექსპერიმენტები, რომელსაც უსაფრთხოების წესების დაცვით ატარებენ, მათთვის ფიზიკის საგანს საინტერესოს ხდის.

30 მარტს მოსწავლეებმა, ფიზიკის მასწავლებლის დარეჯან მახარაძის ხელმძღვანელობით, მორიგი ცდები ჩაატარეს. სამიზნე ცნება გახლდათ -  ძალა. საკითხი - სხეულის წონა და უწონობა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203