მაჭატიის საჯარო სკოლაში დედებს ღონისძიება მიუძღვნეს
07-04-2022
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მაჭატიის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებს მრავალფეროვან აქტივობებს ყოველთვის დიდი ხალისით უძღვნიან.

ამჯერად სკოლაში დედის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება ჩატარდა.

მოსწავლეებმა ქართულ და სომხურ ენებზე დედებს 3 მარტი სიყვარულით მიულოცეს.

აღსანიშნავია, რომ სააქტო დარბაზში საზეიმო ატმოსფერო იყო. ბავშვებმა ქართული ცეკვები, სიმღერები და ლექსები შეასრულეს. ასევე, დედის დღის დაარსების შესახებ ისაუბრეს.

შეგახსენებთ, რომ დედის დღეს მსოფლიოს 50-ზე მეტი ქვეყანა აღნიშნავს 3 მარტს, საქართველოში დედის დღის აღნიშვნა 1991 წლიდან პრეზიდენტ, ზვიად გამსახურდიას გადაწყვეტილებით დაიწყო.  აღსანიშნავია, რომ დედის დღის აღნიშვნას საუკუნოვანი ისტორია აქვს და სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულ მოვლენებს უკავშირდება

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203