საჩინოს თემის N2 სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე მაგდა ჭიჭაღუამ, კომპლექსური დავალების ფარგლებში, საინფორმაციო პლაკატი შექმნა
07-04-2022
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს თემის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.
ამჯერად, სკოლის მე-9 კლასის მოსწავლემ ბიოლოგიის გაკვეთილზე კომპლექსური დავალება წარადგინა, რომელიც ფარისებრ ჯირკვალს ეხებოდა.
მოსწავლემ, მაგდა ჭიჭაღუამ მსმენელებს პლაკატი წარუდგინა და ფარისებრი ჯირკვლის მნიშვნელობაზე ინფორმაცია მიაწოდა; ასევე, ისაუბრა მის დაავადებებზე, მიზეზებსა და პრევენციის გზებზე. მსმენელებს იოდის შემცველი პროდუქტებიც გააცნო; დაასაბუთა ამ საკითხის შესწავლის აუცილებლობა და რეალურ ცხოვრებაში გამოყენება.
გაკვეთილზე გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ დამსწრეთაგან აღნიშნულ საკითხზე ინფორმაცია სხვაგან არსად მიუღიათ.
პედაგოგმა, ანა წულაიამ და მოსწავლე მაგდა ჭიჭაღუამ გადაწყვიტეს დამატებით კიდევ ერთი საინფორმაციო პლაკატი შექმნან, რომელსაც საჩინოს თემის ამბულატორიაში განათავსებენ, რათა ამ საკითხზე ინფორმაცია სხვებმაც მიიღონ.
აღსანიშნავია, რომ მოძიებული მასალა ვიკიპედიის ელექტრონულ რესურსზე აიტვირთება.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის