„გაზაფხულმა ჩვენს ნახატებშიც შემოიჭყიტა“ - ფახულანის თემის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ღია ცის ქვეშ ნამუშევრები შექმნეს
07-04-2022

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ფახულანის თემის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭის განვითარებას დიდი ყურადღება ეთმობა. ამ მიზნით პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ. 

მოსწავლეთა მორიგი შემოქმედებითი აქტივობის თემა გაზაფხული გახლდათ. მოსწავლეებმა ფანტაზია ბუნებაში გაშალეს და ნამუშევრები ღია ცის ქვეშ შექმნეს. „გაზაფხულმა ჩვენს ნახატებშიც შემოიჭყიტა“, - ამბობენ მოსწავლეები.

მოსწავლეები აქტივობაში ხალისით ჩაერთნენ და ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203