ჯვარის N1 საჯარო სკოლაში უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდა
07-04-2022
ლუდოვიკო ჭანტურიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჯვარის N1 საჯარო სკოლა უკრაინას სრულ მხარდაჭერას და სოლიდარობას უცხადებს.

სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის, პედაგოგების და მშობლების ინიციატივით უკრაინელი ხალხისადმი თანადგომის ნიშნად ჰუმანიტარული დახმარება შეგროვდა.

ჰუმანიტარული ტვირთი: საკვები, მედიკამენტები, ჰიგიენური საშუალებები და ტანსაცმელი უკრაინაში გაიგზავნება.

„ყველა ადამიანს აქვს უფლება იცხოვროს თავისუფალ ქვეყანაში და უსაფრთხო გარემოში! ჩვენი მხარდაჭერა უკრაინელ ხალხს!“, - წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203