ალგეთის N1 სკოლაში წელს 60-70 პირველკლასელს ელოდებიან - მოსწავლეებს მრავალფეროვანი სასწავლო გარემო დახვდებათ
07-04-2022
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთის N1 საჯარო სკოლაში 20222-2023 სასწავლო წელს პირველკლასელებთან შესახვედრად განსაკუთრებულად ემზადებიან.
სკოლის დირექტორის, მუსა ომაროვის ინფორმაციის მიხედვით, როგორც ყოველთვის, წელსაც 60 - 70 პირველკლასელს ელოდებიან.
პატარა მოსწავლეები კომპიუტერებითა და სახელმძღვანელოებით უზრვუნველყოფილნი იქნებიან. მათ სწავლა - განათლებაზე კი პროფესიონალი პედაგოგები დირექციასთან ერთად იზრუნებენ.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი. ბავშვებისთვის სხვადასხვა სახის აქტივობები თუ ღონისძიებები ხშირად იმართება.