ჯვარის N3 სკოლის მოსწავლე ანასტასია ახალაიამ საესტრადო სიმღერის რესპუბლიკურ ფესტივალში III ადგილი დაიკავა
07-04-2022
მელიტონ ქანთარიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჯვარის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები სხვადასხვა კონკურსებსა თუ ფესტივალებში ყოველთვის დიდი წარმატებით მონაწილეობენ.

ამჯერად, საესტრადო სიმღერის რესპუბლიკურ ფესტივალში „მხიარული ნოტები“ სკოლის ნიჭიერმა მოსწავლემ, ანასტასია ახალაიამ III ადგილი დაიკავა, ხოლო მასწავლებელი ანა ქარდავა ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისთვის დაჯილდოვდა. 

ნიჭიერ მოსწავლესა და მის მზრუნველ პედაგოგს ჯილდოდ სპეციალური დიპლომები გადაეცათ.

„პირველ ნაბიჯებს დაგილოცავთ მოსწავლეს და მასწავლებელს! წარმატებული მომავლის საწინდარი ყოფილიყოს ეს გამარჯვება!“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ მილოცვაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203