ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეები საერთაშორისო პროექტში ჩაერთნენ
07-04-2022
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეები ევროპულ სკოლებთან ერთად eTwinning-ის პორტალზე პროექტში - „აღდგომა ევროპის გარშემო“ ჩაერთნენ, რომელიც მარტში დაიწყო.

პროექტი მშობლების ჩართულობით ხორციელდება, რომლის მიზანია, აღდგომის ტრადიციების გაცნობა საქართველოსა და ევროპის ქვეყნებში.

„მოსწავლეები მიმართავენ მშობლებს, უფროს თაობას, მოიძიებენ როგორი იყო სააღდგომო რიტუალი მათ დროს; შეხვდებიან ეკლესიის მსახურებს, შექმნიან სააღდგომო ბარათებს და გაუგზავნიან ს ევროპელ სტუდენტებს. ბავშვებს საშუალება აქვთ გააკეთონ სააღდგომო ლექსიკონი და ევროპის ქვეყნებიდან ონლაინ შეხვდნენ მოსწავლეებს. გავაკეთებთ კონკურსს პროექტის ლოგოსთვის. ერთად დავწერთ საერთო სააღდგომო ისტორიას. მოსწავლეები იმუშავებენ საკლასო და საერთაშორისო ჯგუფებში. ასევე, გაიუმჯობესებენ ინგლისურ ენას და ICT უნარებს. პროექტს სკოლაში მოქმედი ეკოკლუბი ბიოტექნოს „ჰელფიჰენდინგის“ გუნდი განახორციელებს; პროექტი საქველმოქმედოა, გუნდი ადგილობრივი თვთმმართველობის წარმომადგენლებთან, თემთან ერთად გადაწყვეტს, როგორი სახის ქველმოქმედება გაეწევა საჭიროების მქონე ადამიანებს, ამის შესახებ ინფორმაციას დავაანონსებთ“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203