წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის პროექტმა - „მე მნიშვნელოვანი ვარ“ კონკურსში გაიმარჯვა
07-04-2022
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვის სხვადასხვა საინტერესო პროექტები თუ აქტივობები ხშირად ტარდება.
ამჯერად, სკოლაში სტუმრად ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული „ბავშვთა უფლებათა ცენტრის“ წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
1-ელი მარტიდან სკოლაში სასკოლო პროექტი - „მე მნიშვნელოვანი ვარ“ ხორციელდებოდა, რომლის მიზანია, „ინკლუზიური და ბავშვის უფლებებზე ორიენტირებული ცოდნის დამოკიდებულებებისა და პრაქტიკის დანერგვა“.
პროექტზე მუშაობა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული „ბავშვთა უფლებათა ცენტრის“ მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაიწყო.
„პროექტმა გამარჯვება მოიპოვა და ძვირფასი სტუმრები ჩართული მოსწავლეებისა და მასწავლებლების დასაჯილდოვებლად გვესტუმრნენ. ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანმა, ბატონმა მამულო ბუჭუხიშვილმა და ქალბატონმა, ნატო ქობულაძემ პროექტის ორგანიზებისა და ჩართულობისათვის სიგელებით დააჯილდოვა სკოლის 14 მასწავლებელი და ოცდაათამდე მოსწავლე. გამარჯვებულ სკოლას ფერადი პრინტერი და მაგნიტური დაფა გადასცეს. განსაკუთრებული მადლობა კი სკოლის დირექტორს და პროექტის ხელმძღვანელს, ქალბატონ ფაქიზო ფანჩულიძეს გადაუხადეს“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის