თბილისის N133 საჯარო სკოლის ნიჭიერი მეორეკლასელები სხვადასხვა პროფესიების სპეციფიკას გაეცნენ
07-04-2022
თბილისის N133 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს ყოველთვის საინტერესო და მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ.
ამჯერად, მასწავლებელმა, მარიამ თოიძემ მე-2დ კლასის მოსწავლეებს მეტად საინტერესო აქტივობა - „ხელოვნება და პროფესია“ შესთავაზა, რომელშიც ბავშვები დიდი ხალისით ჩაერთნენ.
ნიჭიერმა და პოზიტიურმა მეორეკლასელებმა სხვადასხვა პროფესიების სპეციფიკა გააცნობიერეს და საკუთარი პოზიცია პრაქტიკულ საქმიანობაში გამოავლინეს.
აღსანიშნავია, რომ ბავშვები აქტივობაში დიდი ხალისითა და ენთუზიაზმით ჩაერთნენ.