ვარდისუბნის საჯარო სკოლის მორიგი წარმატება
07-04-2022

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლამ ევროპულ სკოლათა გაერთიანება eTwinning-პლატფორმაზე განხორციელებულ პროექტში კიდევ ერთი წარმატება მოიპოვა.

სკოლის მოსწავლეები პროექტში - „იყავი ინფორმირებული იყავი დაცული“ აქტიური მონაწილეობისთვის სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.

„ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეები, პროექტის - „იყავი ინფორმირებული იყავი დაცული“ ფარგლებში  აქტიურად ახორციელებდნენ თანმიმდევრულად გაწერილ აქტივობებს, რომელიც ეხებოდა თემებს: როგორ გამოვიყენოთ ინტერნეტი უსაფრთხოდ, როგორ დავიცვათ საავტორო უფლებები, კიბერბულინგი და ა.შ ასევე მოწვეული გვყავდა ცნობადი პიროვნებები კიბერუსფრთხოების ექსპერტი ბატონი ანდრო გოცირიძე და თბილისის კლასიკური გიმნაზიის მენტორი ისტის პედაგოგი ქალბატონი ნანა ნოზაძე, რომელთა უანგარო, საინტერესო ვებინარებმაც უფრო მეტი ინფორმაცია მოგვცა და ჩვენმა მოსწავლეებმა და მათმა მშობლებმა მეტი გაიგეს კიბერ სივრცის შესახებ, ბავშვებმა აიმაღლეს ცნობიერება ამ მიმართულებით და გახდნენ უფრო მედიაწიგნიერნი. მათ მიერ მიერ წარმოდგენილი იყო საინტერესო მასალები, და ერთმანეთთან გამოირჩეოდნენ გუნდური მუშაობით, გამოცდილების გაზიარებით.

პროექტის სახელით დიდ მადლობას ვუხდით ყველა მონაწილე მოსწავლეს, გადავცემთ სერტიფიკატებს და ვიმედოვნებთ მომავალშიც აქტიურად იქნება ჩვენი სკოლა ჩართული eTwinning-პლატფორმაზე, ევროპულ სკოლათა გაერთიანებაში. და გვექნება კვლავ მრავალი წარმატებები“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203