წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის დირექციის საჩუქარი სასკოლო ცხოვრებაში აქტიურად ჩართულ მოსწავლეებს
07-04-2022
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის დირექცია საკუთარ მოსწავლეებზე მუდამ ზრუნავს და მათთვის წამახალისებელ აქტივობებს ხშირად ატარებს.

ამჯერად, სკოლის დირექციამ სასკოლო ცხოვრებაში აქტიურად ჩართულ მოსწავლეებს საჩუქარი გაუკეთა.

VII-XI კლასების მოსწავლეები დირექციასთან ერთად კინოთეატრ „საქართველოს“, ესტუმრნენ და ფილმი - „თავისუფლების მწერლები“ ნახეს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობა მოსწავლეებს დამატებით სტიმულს აძლევს, რათა სასკოლო ცხოვრებაში კიდევ მეტად ჩაერთონ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203