ბოსტანის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლე ილია მუსერიძემ მათემატიკის ოლიმპიადაში მესამე ადგილი​ მოიპოვა
07-04-2022

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოსტანის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლე ილია მუსერიძემ „კენგურუს“ მათემატიკურ ოლიმპიადაში მესამე ადგილი​ მოიპოვა. 

ოლიმპიადა 20 მარტს მთელი ქვეყნის მასშტაბით ონლაინფორმატით ჩატარდა. ოლიმპიადაში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან 1603 მოსწავლე მონაწილეობდა.

სკოლაში მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ.

„ვულოცავთ ილიას ამ წარმატებას და ვუსურვებთ შემდგომ წინსვლას“,-აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203