„ლიტერატურა და ისტორია“​ - ხაბუმეს თემის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს
07-04-2022
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ხაბუმეს თემის N3 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის ყოველთვის საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.

ამჯერად, მე-7 კლასის მოსწავლეებმა პროექტი - „ლიტერატურა და ისტორია“ განახორციელეს. მეშვიდეკლასელებმა აქტივობის ფარგლებში კედლის გაზეთი შექმნეს, რომელზეც სხვადასხვა საინტერესო ინფორმაცია განათავსეს.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები პროექტში დიდი ხალისითა და ენთუზიაზმით ჩაერთნენ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203