აჭყვას საჯარო სკოლის V კლასის მოსწავლეებმა ბუნებისმეტყველების გაკვეთილზე ვულკანის მოდელი დაამზადეს
07-04-2022

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვას საჯარო სკოლის V კლასის მოსწავლეებმა, ნესტან დუმბაძის ხელმძღვანელობით, ბუნებისმეტყველების გაკვეთილზე, თემა - დედამიწა, საინტერესო აქტივობებით შეისწავლეს.

თემის ბოლო გაკვეთილი ვულკანის მოდელის გაკეთებას დაეთმო. 

„პრაქტიკული სამუშაოები ყოველთვის სახალისოა პატარებისათვის, მაგრამ ვულკანის თემაზე მოსწავლეებმა განსაკუთრებული ინტერესით იმუშავეს. ვულკანის მაკეტიდან სოდიანი ძმრის ეფექტით ლავის ამოფრქვევამ კი გაამძაფრა მათი ემოციები. ამით აქტივობის მიზანიც იოლად მიღწეულია - მოსწავლემ უკეთესად გააცნობიერა დედამიწის ქერქის შიგნით დაგროვილი გაზი, ორთქლი და გამდნარი ლითონი როგორ ამოიფრქვევა ვულკანის კრატერიდან“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203