„ჩავანაცვლოთ ბულინგი მეგობრობით!“ - პირველი სვირის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტი წარმოადგინეს
06-04-2022
ზესტაფონის მუნციპალიტეტის, პირველი სვირის საჯარო სკოლის მოსწავლეები მხოლოდ ფორმალური განათლების მიმართულებით არ ვითარდებიან. ისინი აქტიურად არიან ჩართულები სასკოლო ცოხვრებაში და არაერთ საინტერესო პროექტშიც დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობენ.
საქმე ის გახლავთ, რომ პირველი სვირის საჯარო სკოლა ჩართულია ახლი სკოლის მოდელში და მონაწილეობს პროექტში „ჯანმრთელობა კეთილდღეობის საწინდარია“. ესაა კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებისკენ და შეუძლებელია არ აღინიშნოს, რომ ადგილობრივი მოსწავლეებისთვის მსგავს პროექტებში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია.
„ჩავანაცვლოთ ბულინგი მეგობრობით!“ - ესაა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის, პირველი სვირის საჯარო სკოლის გზავნილი მსოფლიოსთვის. „მოსწავლეებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების მიზნით, მეშვიდე კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგის - ლელა ნებიერიძის ხელმძღვანელობით, წარმოადგინეს საინტერესო აქტივობა ბულინგის თემაზე“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის