ქუთაისის N3 საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე ხათუნა ფუტკარაძეს ინფორმატიკის დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა
წმიდა ნინოს სახელობის ქალაქ ქუთაისის N3 საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილეს, დისერტანტს ხათუნა ფუტკარაძეს ინფორმატიკის დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა. მან ამისთვის დიდი შრომა გასწია.
სკოლა ულოცავს ხათუნა ფუტკარაძეს ამ წარმატებას და კარიერულ წინსვლას უსურვებს.
„4 აპრილი ,17:45 სთ, ქალაქი თბილისი.
სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით სსიპ წმინდა ნინოს სახელობის ქალაქ ქუთაისის N3 საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილეს, დისერტანტს ხათუნა ფუტკარაძეს მიენიჭა ინფორმატიკის დოქტორის აკადემიური ხარისხი“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტო: