„თქვენ ჩვენი მომავალი ხართ!“ - ლესიჭინეს თემის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დასუფთავების აქცია ჩაატარეს
06-04-2022

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ლესიჭინეს თემის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოზე აქტიურად ზრუნავენ. 

მოსწავლეებმა ამჯერად დასუფთავების აქცია გამართეს და შერჩეული ტერიტორია საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაწმინდეს. 

„დიდი იმედი მაქვს, რომ ეს თაობა არასოდეს დააბინძურებს გარემოს! თქვენ ჩვენი მომავალი ხართ“,- აღნიშნავენ. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას დიდი ყურადღება ეთმობა. ამ მიზნით პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ და გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე ესაუბრებიან. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203