დიდაჭარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა izrune.ge-ს მარტის შემაჯამებელ ტესტში დიპლომები დაიმსახურეს
06-04-2022
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდაჭარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა - მესამეკლასელმა, თათია ბოლქვაძემ და მეშვიდეკლასელმა, ბექა ბოლქვაძემ izrune.ge-ს მარტის შემაჯამებელი ტესტი წარმატებით გაიარეს და დიპლომები მოიპოვეს. 

აღსანიშნავია, რომ დიდაჭარის საჯარო სკოლის მოსწავლეები ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი. 

მოსწავლეები izrune.ge-ს შემეცნებით, სახალისო და მამოტივირებელ ტესტებს წარმატებით გადიან.

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203