ბათუმის N30 საჯარო სკოლის მოსწავლე გაცვლითი პროგრამით ამერიკაში ისწავლის
06-04-2022
ბათუმის N30 საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი უწყვეტ რეჟიმში, აქტიურად მიმდინარეობს და მიუხედავად იმისა, კოვიდპანდემიამ საქართველოს საგანმანათლებლო სისტემა არაერთი გამოწვევის წინაშე დააყენა, სრულიად პედაგოგიური საზოგადოება ამ პერიოდში ყველაფერს აკეთებდა, მოსწავლეებს საფუძვლიანი განათლება მიეღო.
სწორედ ასეთი თავდადების მაგალითია ბათუმის N30 საჯარო სკოლა, რომლის მოსწავლეებსაც არ შეუწყვეტიათ წინსვლა და მშობლიურ სკოლას არა მხოლოდ ქვეყნის, არამედ მსოფლიოს მასშტაბითც გაუთქვეს სახელი.
ბათუმის N30 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე, აზა მამულაძე, გახდა FLEX-ის გაცვლითი პროგრამის გამარჯვებული და ერთი წლის განმავლობაში ამერიკაში ისწავლის.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს