მაკვანეთის საჯარო სკოლის ეზოში მშვიდობის ხეივანი მოეწყო
06-04-2022

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთის საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა უკრაინელ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადეს. 

მესამეკლასელები, დამრიგებლის ხელმძღვანელობით, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურნენ და სკოლის ეზოში მშვიდობის ხეივანი მოაწყეს.

რესურსცენტრის ხელმძღვანელთან ქალბატონ ლელა იმედაშვილთან ერთად, ბავშვებმა და კლასის დამრიგებელმა ნინო ცეცხლაძემ, ხეივანი სხვადასხვა ჯიშის ხისა და ყვავილების ნერგებით გაალამაზეს.

„ჩვენ მშვიდობა გვინდა!“ - ეს არის აქტივობის გზავნილი. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203