განძის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საკონკურსო თოვლის ქანდაკება მშვიდობას მიუძღვნეს
06-04-2022
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები შემოქმედებით კონკურსში მონაწილეობდნენ.
კონკურსი „თოვლის ქანდაკებები“ ნინოწმინდის კულტურის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა.
მოსწავლეებმა, წინასწარ განსაზღვრულ დროში, თოვლისგან ქანდაკება დაამზადე, რომელიც მშვიდობას ეძღვნებოდა. მათ ბევრი იშრომეს და საკუთარი შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს. მათმა ნამუშევრებმა კი საზოგადოების აღფრთოვანება გამოიწვია.
სკოლის მოსწავლეები საკონკურსო დავალების შესრულებას უდიდესი პასუხისმგებლობით მოეკიდნდნ, რაზეც შედეგიც მეტყველებს.
კონკურსში ჩართული მოსწავლეების ნამუშევრები ჟიურიმ შეაფასა. მონაწილეებს ფასიანი საჩუქრები და სერტიფიკატები გადაეცათ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის