ნინოწმინდის N1 სკოლის მოსწავლეები თოვლის ქანდაკებების კონკურსში მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
06-04-2022
ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები თოვლის ქანდაკებების კონკურსში მონაწილეობდნენ.

მოსწავლეებმა, წინასწარ განსაზღვრულ დროში, თოვლისგან ნამუშევარი დაამზადეს, მათ ბევრი იშრომეს და საკუთარი შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს. 

კონკურსში ჩართული მოსწავლეების ნამუშევრები ჟიურიმ შეაფასა. მონაწილეებს ფასიანი საჩუქრები და სერტიფიკატები გადაეცათ.

აღსანიშნავია, რომ  სკოლის მოსწავლეები საკონკურსო დავალების შესრულებას უდიდესი პასუხისმგებლობით მოეკიდნდნ, რაზეც შედეგიც მეტყველებს. 

კონკურსი „თოვლის ქანდაკებები“ ნინოწმინდის კულტურის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203