ნინოწმინდის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საკონკურსოდ ვეფხვის ქანდაკება თოვლისგან დაამზადეს
06-04-2022
ნინოწმინდის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საკონკურსოდ ვეფხვის ქანდაკება თოვლისგან დაამზადეს. 

კონკურსი „თოვლის ქანდაკებები“ ნინოწმინდის კულტურის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა.

მოსწავლეებმა, წინასწარ განსაზღვრულ დროში, თოვლისგან ვეფხვის ქანდაკება დაამზადეს, მათ ბევრი იშრომეს და საკუთარი შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს. 

თოვლის ვეფხვმა საზოგადოების აღფრთოვანება გამოიწვია, რაც მონაწილეების უდიდესი შრომის შედეგია.

კონკურსში ჩართული მოსწავლეების ნამუშევრები ჟიურიმ შეაფასა. მონაწილეებს ფასიანი საჩუქრები და სერტიფიკატები გადაეცათ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203