ბერშუეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები პირველადი დახმარების საფუძვლებს გაეცნენ
06-04-2022
გორის მუნიციპალიტეტის, ბერშუეთის საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს და პედაგოგებიც თავს არ ზოგავენ, რათა ადგილობრივმა მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება, ასევე აქტიურად ჩაერთონ სასკოლო ცოხვრებაში და არაერთ საინტერესო პროექტშიც მიიღონ მონაწილეობა.
ამის დასტურია ბერშუეთის საჯარო სკოლის ბიოლოგიის პედაგოგის, მაია ჯალაბაძის საგანმანათლებლო აქტივობა, რომელიც მე-6 კლასის მოსწავლეებთან ერთად ჩატარდა: ბავშვები პირველადი სამედიცინო დახმარების საფუძვლებს გაეცნენ და მაია ჯალაბაძის დახმარებით, შეისწავლეს, როგორ უნდა აღმოუჩინონ დაშავებულს პირველადი საიმედიცინო დახმარება.
აქტივობა ბავშვებისთვის მეტად საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა; იმიტირებული უბედური შემთხვევის ფონზე, მოსწავლეები შეეცადნენ, პრაქტიკაში გამოეყენებინათ თეორიული ცოდნა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის