პატარა ხანჩალის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კონკურსისთვის შთამბეჭდავი თოვლის ქანდაკებები შექმნეს
06-04-2022
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ხანჩალის საჯარო სკოლის მოსწავლეები შემოქმედებით კონკურსში მონაწილეობდნენ.
კონკურსი „თოვლის ქანდაკებები“ ნინოწმინდის კულტურის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა.
მოსწავლეებმა, წინასწარ განსაზღვრულ დროში, თოვლისგან სხვადასხვა ზომისა და თემატიკის ქანდაკება დაამზადეს, მათ ბევრი იშრომეს და საკუთარი შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს. მათმა ნამუშევრებმა კი საზოგადოების აღფრთოვანება გამოიწვია.
კონკურსში ჩართული მოსწავლეების ნამუშევრები ჟიურიმ შეაფასა. მონაწილეებს ფასიანი საჩუქრები და სერტიფიკატები გადაეცათ.
აღსანიშნავია, რომ პატარა ხანჩალის საჯარო სკოლის მოსწავლეები საკონკურსო დავალების შესრულებას უდიდესი პასუხისმგებლობით მოეკიდნდნ, რაზეც შედეგიც მეტყველებს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის