„განათლების სისტემა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში“ - ბერშუეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტი განახორციელეს
06-04-2022
გორის მუნიციპალიტეტის, ბერშუეთის საჯარო სკოლის მოსაწავლეები, უსაყვრალესი პედაგოგების ძალისხმევით, აქტიურად არიან ჩართულები სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტში.
ახლახან, ბერშუეთის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა განახორციელეს პროექტი ინგლისურ ენაში; პროექტის სახელწოდება გახლავთ „განათლების სისტემა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში“, რომლის წარმატებაც, პედაგოგის - ნინო ახალბედაშვილის საქმისადმი თავდადავებამ განაპირობა.
პროექტი მეტად შემეცნებითი აღმოჩნდა; მოსწავლეებმა შეიტყვეს, თუ როგორი საგანმანათლებლო სისტემა აქვს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას და იმავდროულად, მიეცათ საშუალება, პარალელები გაევლოთ ჩვენი ქვეყნის განათლების სფეროსთან.