აღვის საჯარო სკოლაში გაზაფხულს მრავალფეროვანი ღონისძიება მიეძღვნა
06-04-2022
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ აღვის საჯარო სკოლაში გაზაფხულს ღონისძიება მიეძღვნა. 

მოსწავლეებმა სკოლაში გამართულ ღონისძიებაზე ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, გაზაფხულის შესახებ ისაუბრეს და თავიანთი შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს. 

ისინი აქტივობაში დიდი მონდომებითა და სიხარულით ჩაერთნენ.

„სკოლამ გაზაფხულის დადგომას ზეიმი მიუძღვნა. მოსწავლეებმა გაზაფხულის მოსვლის და დედის არსებობის შესახებ, თავიანთი სიხარული და მილოცვები ლექსებით, სიმღერებითა და საინტერესო სიტყვებით გამოხატეს“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203