ოყურეშის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე აქტიურად ზრუნავენ
08-04-2022
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ოყურეშის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. 

სკოლის წარმომადგენლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ოყურეშის საჯარო სკოლის მასწავლებლებლები  მუდმივად ცდილობენ მოსწავლეებისთვის სასწავლო გარემო მიმზიდველი, ხალისიანი და მრავალფეროვანი იყოს. ყველაფერს აკეთებენ იმისთვის რომ მათ მოსწავლეებს სკოლაში მოსვლა უხაროდეთ. სწორედ ამის გამომხატველია, ისიც რომ საკლასო ოთახებში მოსწავლეების დაბრუნება ზეიმად იქცა.  

პედაგოგების ინიციატივით სკოლაში მისულ მოსწავლეებს ფერადი ბუშტები და სააზეიმოდ მოწყობილი კლასი დახვდათ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203